ასეთ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი სოციალური ქსელით ავრცელებს
„ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია და ეს უდავოა, ამიტომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვშოულობთ. თუმცა, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ბოროტების იმპერიის, ირანის, ბირთვული იარაღის შეძენისა და ახლო აღმოსავლეთის და, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს განადგურების თავიდან აცილება. მე ამას არასდროს დავუშვებ!“ - წერს პრეზიდენტი.




