აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ნატო-ს სამიტი და განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიაში ყველაზე პროდუქტიული შეხვედრა.

„ნატო-ს გუშინდელი სამიტი შესანიშნავი იყო, ისტორიაში ყველაზე ერთიანი და პროდუქტიული. საოცარი დღე არაჩვეულებრივ და მზრუნველ ლიდერებთან ერთად. შეთანხმება 5%-ზე ნატო-ს ნამდვილ ძალას აძლევს!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ნატო-ს წლევანდელი სამიტის მთავარი გადაწყვეტილებაა ის, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მომდევნო წლების განმავლობაში თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 2%-დან 5%-მდე უნდა გაზარდონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთპუნქტიან დეკლარაციაში უკვე ასახულია.

ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვითი ხარჯების გაზრდას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა.

თარგმანი: პირველი არხი