მოუთმენლად ველი ჩემს ვიზიტს ჩინეთში - საოცარ ქვეყანაში, რომლის ლიდერს, პრეზიდენტ სი ძინპინს, ყველა პატივს სცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"მოუთმენლად ველი ჩემს ვიზიტს ჩინეთში - საოცარ ქვეყანაში, რომლის ლიდერს, პრეზიდენტ სი ძინპინს, ყველა პატივს სცემს. ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ მოხდება!

დიდი წარმატებები ელოდება ორივე ქვეყანას!" - წერს ტრამპი.

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, დონალდ ტრამპი პეკინში ჩინეთს, პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, 13-15 მაისს ესტუმრება.