ჯო უილსონს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის - ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე ჩვენთან იყო, სამხრეთ კაროლინის მეორე საკონგრესო ოლქის უდიდესი ჩემპიონია!

სამხრეთ კაროლინის ეროვნული გვარდიის პენსიაზე გასულ პოლკოვნიკსა და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრ ჯოს ესმის ის სიბრძნე და გამბედაობა, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი შესანიშნავი ჯარის/ვეტერანების მხარდასაჭერად და ძალის მეშვეობით მშვიდობის ჩემპიონობისთვის. კონგრესში ჯო ბევრს მუშაობს , რათა შეინარჩუნოს ახლა უკვე ძალზე დაცული საზღვარი, შეაჩეროს მიგრანტების დანაშაულები, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი, გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, ხელი შეუწყოს აშშ-ში დამზადებულს, იყოს ამერიკის ენერგო დომინირების ჩემპიონი, წინ წასწიოს არჩევნების მთლიანობა და დაიცვას ჩვენი მეორე შესწორება, რომელიც მუდამ ალყაშია.

ჯო უილსონს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის - ის არასდროს გაგიცრუებთ იმედებს", - წერს დონალდ ტრამპი.