აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის დელეგაციისთვის 18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, როდესაც მისივე თქმით, ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ აშშ-ს.

„ცოტა ხნის წინ ჩემს ხალხს, რომლებიც უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ვუთხარი -„არა, თქვენ იქ წასასვლელად 18-საათიან ფრენას არ განახორციელებთ. ჩვენ ყველა კოზირი გვაქვს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თქვენ აღარ გააკეთებთ 18-საათიან ფრენებს იმისთვის, რომ იქ იჯდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ”, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი დატოვა.