ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, რომელშიც ისრაელისა და ლიბანის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ზავი სამი კვირით გაგრძელდა.
 

„ისრაელსა და ლიბანს შორის ზავი სამი კვირით გახანგრძლივდება“, - დაწერა პრეზიდენტმა ხუთშაბათს საღამოს Truth Social-ზე.

ისრაელსა და ლიბანს შორის საწყისი ათდღიანი ზავი 16 აპრილს შევიდა ძალაში.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნა ოვალურ კაბინეტში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, ისრაელს და ლობანში აშშ-ის ელჩების  და ი  „ისრაელისა და ლიბანის მაღალი თანამდებობის პირების“ შეხვედრის შემდეგ.

„შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა!“ - დაწერა ტრამპმა და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრას „უახლოეს მომავალში“.ისრაელს და ლობანში