აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიიდან თავდაპირველად გამოცხადებული 5 000-ზე გაცილებით მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

"ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რაოდენობას და ბევრად მეტს გავიყვანთ, ვიდრე 5,000" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან მომდევნო 6-12 თვეში დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს.