აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 ნოემბერს თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას უმასპინძლებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დაგეგმილი ვიზიტი უახლესი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადმინისტრაციის მიერ დამასკოსთან ურთიერთობების გამყარების მცდელობისას, თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც ალ-შარაას ძალებმა გასული წლის დეკემბერში ბაშარ ასადის ავტორიტარული მთავრობა დაამხეს.

ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი 25 წლის განმავლობაში, რომელიც სირიის ლიდერს შეხვდა. აშშ-ის და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მაისში საუდის არაბეთში გაიმართა. ტრამპმა ალ-შარაას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდა. ივნისის ბოლოს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც გააუქმა სირიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების უმეტესობა, რამაც დემოკრატების იშვიათი მოწონება დაიმსახურა.

თარგმანი: პირველი არხი