„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადება  ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

„ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მიღებული დოკუმენტი ასევე მოუწოდებს „ირანის კრიზისის“ გადაჭრისკენ, რაც ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ღაზას სექტორში, დეესკალაციას და ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს.