დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნების კრიტიკის გამო, როდესაც ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ავღანეთში შეტანილი წვლილი გააკრიტიკა. 

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპის მხრიდან არასწორი იყო ნატო-ს ძალების, მათ შორის ბრიტანული ძალების როლის დაკნინება, როდესაც განაცხადა, რომ მოკავშირეები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ.

მისივე თქმით, ავღანეთში 457 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ასობით სხვა მძიმედ დაიჭრა.

დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.

თარგმანი: პირველი არხი