დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა უკრაინის დღემდე ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი გამოაცხადა. 

რას მიიღებს უკრაინა:

"Challenger 2"-ის ტანკებს;

AS90 იარაღი;

100 ჯავშანმანქანა ბულდოგის ჩათვლით;

100000 საარტილერიო ჭურვი;

100 "მოწინავე რაკეტა";

სათადარიგო ნაწილები უკრაინული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მხარდასაჭერად.

ამრიგად, ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინელებს დასავლეთის მთავარ საბრძოლო ტანკებს მიაწვდის.