ვილნიუსში ნატოს 2023 წლის სამიტი იხსნება. ორგანიზაციის ლიდერები დღეს ლიეტუვაში იკრიბებიან. ნატო უკრაინის მხარდაჭერის გაზრდაზე, უსაფრთხოების ზომებსა და უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად, მკაფიო გზის განსაზღვრაზე მსჯელობს.
ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბუქარესტის ჩანაწერი წევრობის დაპირებაზე, საკმარი არ არის და სამომავლოდ, MAP-ის გარეშე უკრაინის ნატოში გაწევრიანება, პოზიტიური სიგნალი იქნება. სამიტის მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელონ.
ვილნიუსშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი დილიდან კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მოგვიანებით, ნატოს პარტნიორებთან შეხვედრის ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ვილნიუსის დეკლარაციაში მხარდამჭერ გზავნილებს ელოდება.