აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს ვაშინგტონში გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს პირველად უმასპინძლებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპი და მერცი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საუბარი, სავარაუდოდ, ტარიფებსაც შეეხება.
როგორც Reuters იუწყება, ტრამპი ბრიუსელს ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 50-პროცენტიანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუმცა რეგულაციის ძალაში შესვლა 9 ივლისამდე გადადო.