დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლეკე რასმუსენი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვერ უნდა მიიღოს გრენლანდია.

„გრენლანდია – ეს არის გრენლანდია. გრენლანდიელი ხალხი არის ერი, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვიმეორებთ კვლავ და კვლავ, რომ, საბოლოო ჯამში, გრენლანდიის ვითარებას წყვეტს თავად გრენლანდია“, – თქვა რასმუსენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს სინამდვილეში არ სურს გრენლანდია, ხოლო გრენლანდიელებს, ზოგადად, ურჩევნიათ დანიის სამეფოში დარჩენა, ვიდრე აშშ-ის შტატად გადაქცევა.

თარგმანი: პირველი არხი