ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარებმა აღადგინეს კონტროლი ღაზას საზღვარზე მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჯარებსა და პალესტინელ ტერორისტებს შორის შეტაკების ინციდენტები "იზოლირებულია".

ჰაგარი ამბობს, რომ შაარ ჰანეგევის რაიონში ისრაელელემა სამხედროებმა სამი ტერორისტი მოკლეს, ბეერიში კიდევ ერთი, ჰოლიტში და სუფაში კიდევ ხუთი, ხოლო ალუმში ოთხი მათგანი.

ჰაგარი აღნიშნავს იმასაც, რომ ამჟამად არც ერთ ქალაქში არ მიმდინარეობს ბრძოლები, თუმცა "შესაძლებელია, ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იყვნენ ტერორისტები". ჰაგარის თქმით, ღაზას საზღვრის ბარიერის დარღვევების აღვეთას, ამიერიდან ცოცხალ ძალასთან ერთად ტანკები, დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები დაუჭერენ მხარს.