სირიის და ირანის მედიის ინფორმაციით, დამასკოში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმა ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობების მხრიდან განხორციელდა.
ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საკონსულოს შენობა და დაღუპულია რვა ადამიანი: „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მაღალჩინოსანი მეთაური, სირიასა და ლიბანში ოპერაციებზე პასუხისმგებელი გენერალი მოჰამედ რეზა საჰედი, ორი ირანელი მრჩეველი და ზემოაღნიშნული გუშაგთა კორპუსის 5 მებრძოლი.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ელჩის ჰუსეინ აქბარის რეზიდენცია შენობის დაზიანებული ნაწილის პირველ სართულზე იყო განთავსებული, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატი და მისი ოჯახი არ დაშავებულან.
ირანი აცხადებს, რომ საკონსულოს შენობაზე ავიადარტყმის გამო ისრაელი „მკაცრ პასუხს" მიიღებს.