ამერიკულმა მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ ვაშინგტონის ოლქის სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მათ თანამშრომლებს თეთრ სახლში შესვლა შეუზღუდეს. ამის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული მედიასაშუალებების ვებსაიტებზე გავრცელდა.

გამოცემების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარჩელის მიზანია "აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების და იმ პრინციპის დაცვა, რომლის თანახმადაც მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რას აშუქებს მედია ან რას აქვეყნებს იგი".

"გაფრთხილების გარეშე თეთრმა სახლმა გააუქმა ჩვენი ჟურნალისტური აკრედიტაციები იმის გამო, რომ იგი წინააღმდეგი იყო ჩვენ მიერ მოვლენების გაშუქების. თუ ამას საპროტესტო რეაქცია არ მოჰყვება, ეს საფრთხეს შეუქმნის პრესის თავისუფლებასა და საზოგადოების უფლებას თავისუფალ ჟურნალისტიკაზე, რომელიც მთავრობის გავლენისგან დამოუკიდებელია", — მიუთითებენ ავტორები.

გარდა ამისა, 21 სექტემბერს გამოცემებმა ვაშინგტონის ფედერალურ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რათა დაუყოვნებლივ გაუქმდეს თეთრ სახლში მათი თანამშრომლების შესვლის აკრძალვა და აღდგეს დაზარალებული ჟურნალისტების აკრედიტაცია.