CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ირანის რეჟიმმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნედლი ნავთობის თითქმის მეხუთედის გადაზიდვა ხდება.

წყაროების მიხედვით, დანაღმვის პროცესი ჯერჯერობით მასშტაბური არ არის და ბოლო დღეებში ირანმა მხოლოდ ათეულობით ნაღმი განათავსა სრუტის წყლებში, თუმცა ერთ-ერთი წყაროს თქმით, ირანი კვლავ ფლობს მცირე ზომის ნავებისა და ნაღმსატრალავი ხომალდების 80-90%-ს, შესაბამისად, თეირანს პოტენციურად სრუტეში ასობით ნაღმის განთავსება შეუძლია.

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დაიმუქრა, რომ თავს დაესხმებოდნენ ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტეში გავლას შეეცდებოდა.

Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.