ასეთი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის საკითხებზე გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.  

„ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით. უკვე რამდენი წელია ჩვენთან ხორბლის წარმოება იმავე დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმპულსი მიეცა და მრავალი სასოფლო-სამეურნეო პარკი შეიქმნა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასოფლო-სამეურნეო პარკების შექმნამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ამის მიუხედავად, ჩვენი ხორბლის წარმოება და თვითკმარობის მაჩვენებელი არ იზრდება. შიდა წარმოება 1 573 000 ტონას შეადგენს, ხოლო იმპორტი 1 267 000 ტონას. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს იმპორტი. რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, სახნავ-სათესი მიწების და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის საჭიროების გათვალისწინებით, არ უნდა დავისახოთ მიზნად საკვები ხორბლის 100 პროცენტით თვითკმარობა. თუმცა, 55 პროცენტი მიუღებელი მაჩვენებელია და ის აუცილებლად უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, სხვა მარცვლეულის მხრივ მდგომარეობა, ზოგადად. დადებითია;

„ჩვენ 95 პროცენტით თვითკმარი ვართ და იმპორტი უმნიშვნელოა“, - ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.

ცნობისთვის, საქართველო ადგილობრივი წარმოების ხორბლით მოთხოვნას დაახლოებით 20%-ის ფარგლებში ფარავს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია