შტაინჰუდერ-მერის ტბიდან აღმოსავლეთით, ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ჩამოვარდნის რაიონიდან ერთი კილომეტრის დაშორებით ვუნსტორფის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, ხოლო იქვე ახლოს ქალაქი ჰანოვერია. ამის შესახებ ტელერადიოკომპანია NDR და Bild იტყობინება.

სამართალდამცველების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი "სამხედრო ობიექტიდან მნიშვნელოვან მანძილზე" ჩამოვარდა, სადაც, კერძოდ, გერმანული არმიის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები Airbus A400M ბაზირებენ. ვინ და რა ვითარებაში აღმოაჩინა დრონი, არ სახელდება. ამჟამად პოლიცია საფრენი აპარატის მფლობელების ძებნით არის დაკავებული.

თანამშრომლების დიდი რაოდენობის მობილიზება იმ ტერიტორიის დიდი ფართობით ახსნეს, რომელზედაც ძებნა მიმდინარეობს.

"ეს ღია და დაუსახლებელი ტერიტორიაა. პოლიციელებს ჭაობიან ადგილზე, მაღალ ბალახსა და ბუჩქებში გაკვალვა უწევთ — ეს შრომატევადი პროცესია, რომელსაც ართულებს ის ფაქტიც, რომ ნამსხვრევები, შესაძლოა, საკმაოდ მცირე ზომის იყოს", — განმარტეს NDR-ში.