ჩოგბურთის იტალიელმა ვარსკვლავმა, 27 წლის მატეო ბერეტინიმ დაადასტურა, რომ ერთწლიანი მშვენიერი და ინტენსიური ურთიერთობის შემდეგ დაშორდა თავის შეყვარებულს, მელისა სატას.
27 წლის უიმბლდონის ყოფილმა ფინალისტის, მატეო ბერეტინის ურთიერთობა 38 წლის მელისა სატასთან, რომელმაც ერთხელ აღიარა, რომ სექსი „კვირაში შვიდიდან ათჯერამდე“ აქვს, გასული წლის იანვარში დაიწყო და როგორც ბერეტინი ამბობს, ერთ წელიწადში დასრულდა.
”მე და მელისა სატა ერთად აღარ ვართ. შემიძლია ვთქვა, რომ მშვენიერი, ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა და ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ", - განაცხადა ბერეტინიმ და დასძინა:
„ამაზე შორს არ წავალ, არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა".
სატას სპორტის ვარსკვლავებთან ურთიერთობის დიდი ისტორია აქვს. მას ხუთწლიანი ურთიერთობა ჰქონდა იტალიისა და მილანის „ინტერის" ყოფილ თავდამსხმელ კრისტიან ვიერისთან, მაგრამ მისმა სავარაუდო ღალატმა დაასრულა ურთიერთობა.
მათი დაშორებიდან შვიდი თვის შემდეგ იგი დაინიშნა 43 წლის იტალიელ ბიზნესმენ ჯანლუკა ვაკიზე.
2011 წელს კობი ბრაიანტთან მელისა სატა ერთად სასტუმროს გარეთ დააფიქსირეს. ამის NBA-ს ლეგენდის მეუღლეს კობისთან განქორწინება სურდა, თუმცა მოგვიანებით ქმარს შეურიგდა.
მელისა სატა ასევე ხვდებოდა „ასტონ ვილას" ყოფილ თავდამსხმელ ჯონ კერიუს, მოგვიანებით კი კევინ-პრინს ბოატენგს -„ტოტენჰემის", „პორტსმუთის", „მილანის", „ბარსელონას" და სხვა კლუბების ყოფილ მოთამაშეს. მასთან მოდელს შეეძინა ვაჟი, რომელიც ახლა 9 წლისაა.
მოდელი გაზეთების სათაურებში მოექცა 2012 წელს, როდესაც მან თქვა: „მიზეზი, რის გამოც ის <ბოატენგი> ხშირად იღებს ტრავმას, არის ის, რომ ჩვენ კვირაში შვიდიდან ათჯერამდე გვაქვს სექსი".
ბოატენგი და მელისა ოფიციალურად 2020 წელს განქორწინდნენ.
„ამას არ ველოდი, ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მე ვიმედოვნებდი”, - ამბობდა მაშინ მელისა.
შარშან მელისა სატამ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში ისაუბრა იმ შეურაცხყოფებზე, რომელსაც მას მატეო ბერეტინისთან ურთიერთობის გამო აყენებდნენ ტროლები.
თავს მესხმოდნენ ქმართან, „ბარსელონას" ფეხბურთელთან ხშირი სექსის გამო და ახლა იგივე ხდება. ამბობენ: „ბერეტინი ვერ იგებს, რადგან სატა მას კონტროლს აკარგვინებს, ის ძალიან მომთხოვნია“.
„მე ნორმალური გოგო ვარ და ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ, ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე. მე რატომ უნდა დამბრალდეს ის სირთულეები, რაც ჩემს პარტნიორს აქვს სამსახურში?" - ამბობდა გამოცემა Vanity Fair-თან მელისა სატა.