ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ჩინეთის ხელისუფლებამ უბრძანა თავის ავიაკომპანიებს აღარ გააგრძელონ „ბოინგის“ თვითმფრინავების შესყიდვა, - წერს „ბლუმბერგ ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით.
პეკინმა ასევე სთხოვა ჩინურ გადამზიდველებს შეაჩერონ თვითმფრინავთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და ნაწილების ნებისმიერი შესყიდვა ამერიკული კომპანიებისგან.
ჩინეთის მთავრობა ასევე განიხილავს იმ ავიაკომპანიების დახმარების შესაძლებლობას, რომლებსაც იჯარით აქვთ აღებული „ბოინგის“ თვითმფრინავები და აწყდებიან უფრო მაღალ ხარჯებს.