ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-მ სავაჭრო შეთანხმება "მძიმედ დაარღვია" და პეკინი საკუთარი ინტერესების დასაცავად მკაცრ ზომებს მიმართავს.

ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონმა "სერიოზულად დააზიანა" შეთანხმება, რომელიც გასულ თვეს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.

სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ქმედებები წინააღმდეგობრივია იმ შეთანხმებისა, რომელიც ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის იანვარში გამართული სატელეფონო საუბრისას იქნა მიღწეული.

აშშ-ს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენელმა, ჯეიმისონ გრირმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩინეთმა არასატარიფო ბარიერები არ მოხსნა, როგორც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.