აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ჟურნალისტის დაკავების გამო აშშ-ს პოლიციური სახელმწიფო უწოდა.
ამერიკელი სენატორის განცხადებით, ადმინისტრაცია იმგვარად იქცევა, რომ არ განსხვავდება ისტორიის მანძილზე არსებული პოლიციური სახელმწიფოებისა და ავტორიტარული რეჟიმებისგან, რადგან დააკავეს ჟურნალისტი, როდესაც ის თავის სამუშაოს ასრულებდა.
„მოდით, ძალიან ნათლად ვთქვათ, ეს დაპატიმრება არ ეხება მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ერთ ინციდენტში. ეს არის გზავნილი ჟურნალისტებისთვის ყველგან: თუ გაბედავთ ამ ადმინისტრაციის კრიტიკას, ფრთხილად იყავით. ეს არ არის დემოკრატია. ეს არის პოლიციური სახელმწიფო და წმინდა ავტორიტარული რისხვა. დემოკრატია დაიხრჩობა, თუ მთავრობა ჩვენს სამოქალაქო თავისუფლებებს დაახშობს. დონ ლემონი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და მის წინააღმდეგ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები მოიხსნას“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი დააკავეს მას შემდეგ, რაც მინესოტის შტატში ეკლესიაში შევიდა და იმიგრაციის მომიტინგეების პროტესტი გადაიღო, რომლებმაც წირვა ჩაშალეს.
Once again, the administration is behaving no differently from the police states and authoritarian regimes across history—they’ve arrested a journalist for the crime of doing his job.
— Chuck Schumer (@SenSchumer) January 30, 2026
Let’s be very clear—this arrest is not just about one journalist in once incident. This is a… https://t.co/wA6IwFQMrI




