ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი ორშაბათს, 26 თებერვალს უკრაინაში ჩავიდა.

მთავრობამ განაცხადა, რომ დენკოვი კიევს სტუმრობს, რათა დემონსტრირება მოახდინოს უკრაინისადმი ბულგარეთის მხარდაჭერის.

„ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ქვეყნის მთავრობის Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბულგარეთის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაური, ადმირალი ემილ ეფთიმოვი.

ვიზიტის დეტალები, რომელიც მანამდე არ იყო დაანონსებული, არ სახელდება.