უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ელის და რეაგირებისთვის ემზადება.

კირილ ბუდანოვის თქმით, როგორც კი რუსეთის თავდასხმებს დაიწყებს, საპასუხოდაც იმავეს მიიღებს.

„გვესმის, რომ ომს მოსკოვში გამარჯვების აღლუმით ვერ დავამთავრებთ. თუმცა არც მოსკოვს უნდა ჰქონდეს ასეთი აღლუმის კიევში ჩატარების იმედი“ - განაცხადა ბუდანოვმა.