ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 წლის ერაყელი მოზარდის გარდაცვალების გამო, რომელიც ბასრაში 2003 წელს დაიხრჩო, ბოდიში მოიხადა. აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება.

აჰმად ალი იმ ოთხი ერაყელს შორის იმყოფებოდა, რომელიც ბრიტანეთის ჯარისკაცებმა დააკავეს და ბანაობა აიძულეს. აჰმედ ალიამ ცურვა არ იცოდა, რის გამოც დაიხრჩო. ჯარისკაცებს მისი გადარჩენა არ უცდიათ. მკვლელობაზე პასუხისმგებელი სამხედროს ვინაობა 2006 წელს გაირკვა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ინციდენტის შესახებ ახალი გარემოებები გამოვლინდა.

გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ 2003 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში, ერაყში ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ინგლისის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, სერ ჯორჯ ნიუმანის მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს აჰმედ ალის დაკავების უფლება და მისთვის ძალდატენებით ბანაობის უფლება არ ჰქონდათ. მოსამართლის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები დაუყოვნებლივ უნდა დახმარებოდნენ მოზარდს, როცა დაინახეს, რომ ის იხრჩობოდა.