დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დამანგრეველი დანაკარგი განიცადა. მათი თქმით, უმცროს ოფიცრებს უწევთ დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა, რადგან არმიას არ ჰყავს მაღალკვალიფიციური და უფლებამოსილი ოფიცრები.
ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების დაკარგვა ბრძანებების შესრულების დონეს შეამცირებს. მათი თქმით, ასევე, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფისგან შედგება, სავარაუდოდ, უმცროსი ლიდერების დანაკლისის გამო, ნაკლებად ეფექტური იქნება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარებს შორის ლოკალიზებული აჯანყების მრავალჯერადი სარწმუნო ცნობებით, გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება და ცუდი დისციპლინის გაგრძელება. https://twitter.com/DefenceHQ/status/1531143716840284161