მეცნიერების კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფილმი, რომელიც ცრემლებსა და ემოციებს იწვევს, ადამიანთა ერთმანეთთან დაახლოებას უწყობს ხელს. მეცნიერთა კვლევის შედეგები ჟურნალ Open Science-ში გამოქვეყნდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის განცხადებით, ტრაგიკული ფილმებისა და მელოდრამის ყურება ხელს უწყობს ენდორფინების- სიამოვნებისა და სიხარულის ჰორმონების გამოყოფას. აღნიშნულ ქიმიურ პროცესებს ორგანიზმისთვის არა მხოლოდ ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, არამედ ხელს უწყობს სხვებთან დაახლოებას.

„ადამიანების სიყვარული უძველესი დროიდან არსებობს, როდესაც თემებში მონადირეები და შემგროვებლები ჩამოყალიბდნენ“,- განაცხადა ფსიქოლოგიის პროფესორმა, რობერტ დანბარმა. ხელოვნების სურათებით გატაცება- საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია, მაგრამ ამ დრომდე მეცნიერები ამ ემოციური მოვლენის მახასიათებლებს სწავლობენ.

"მხატვრული ჟანრის ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ადამიანის საზოგადოებისთვის, რომელიც ყველა კულტურას თან ახლავს, ეს უკვე ფართოდ შეისწავლეს მეცნიერებმა, მაგრამ რატომ აოცებთ მასებს ეს და რა არის მისი ფუნქცია -. ეს კითხვები ფსიქოლოგების მიერ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი", - განმარტავს რობინ დანბარი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა, რომელიც ფსიქოლოგებისა და მწერლებისგან შედგებოდა, გადაწყვიტა გაეგო ჰქონდა თუ არა გავლენა დრამას ადამიანებზე და უწყობდა თუ არა ის ხელს კივილის გაყუჩებას. ამ მიზნით მათ ექსპერიმენტი მაყურებელზე ჩაატარეს.

მათ აჩვენეს ერთი ჯგუფის მოხალისეები, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. მეორე ჯგუფის წარმომადგენლები ნეიტრალურ თემებზე დოკუმენტურ ფილმს უყურებდნენ.

კვლევის შედეგების თანახმად, ენდორფინის  ეფექტი დაფიქსირდა იმ მაყურებლებში, ვინც კომედიას, მუსიკასა და ცეკვას უყურებდა.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ აღნიშნული ქიმიური პროცესი  ერთადერთი მიზეზია. არსებობს სხვა ასპექტებიც, ადამიანის ფსიქოლოგია, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენ  გვსიამოვნებს ფილმის ყურება" - აცხადებენ მეცნიერები.