ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზას ჩრდილოეთში მცხოვრები 1,1 მილიონი მოსახლეობისთვის სამხრეთში ევაკუაციისთვის 24-საათიანი ვადის მიცემა არარეალურია.

”ეს სრულიად არარეალურია, რომ ერთ მილიონ ადამიანს შეუძლია გადაადგილება 24 საათში", - განაცხადა ბორელმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ნებისმიერი გაფრთხილება უნდა იყოს ”რეალური, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები”.

"ევროკავშირის პოზიციაა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. წყლის, საკვების, საწვავის და სამედიცინო მარაგების ბლოკირება არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს", – განაცხადა ბორელმა.