Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის მიერ შეთავაზებული "სამშვიდობო გეგმა" ოქტომბერში შემუშავდა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერსა და კრემლის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრის დროს.

Bloomberg ეყრდნობა რამდენიმე წყაროს, რომლებისთვისაც ნაცნობია  უკრაინისთვის აშშ-ის "სამშვიდობო გეგმის" განხილვები.

ამ გეგმის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თავად აშშ-ის პრეზიდენტმაც.

Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ ამ ფონზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებაში გაიზარდა.

გამოცემის თანახმად, ვენსს დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აქვს აშშ-ის არმიის მდივანთან, დენ დრისკოლთან, რომელიც ბოლო დღეებში უკრაინის საკითხში ევროპულ მხარესთან კომუნიკაციაში "ახალი შუამავალი" გახდა.

Bloomberg-ის ცნობით, დრისკოლი მუდმივ კომუნიკაციაშია უიტკოფთან და ვენსთან, ხოლო ვენსის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე, ენდი ბეიკერი, აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში.