ევროკავშირის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსი ოლიგარქების, ტიმჩენკოს, გუცერიევის, პუმპიანსკისა და ხუდავერდიანის საჩივრები სანქციების მოხსნაზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ლუქსემბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა TMK-ს ს ყოფილი მფლობელის, დიმიტრი პუმპიანსკისა და საინვესტიციო კომპანია Volga Group-ის მფლობელის, გენადი ტიმჩენკოს საჩივრები.

რუსული პროპაგანდისტული მედიის, Ria Novosti-ის თანახმად, სანქციების მოხსნას ვერც Safmar Group-ის დამფუძნებელმა, მიხაელ გუცერიევმა და Yandex-ის ყოფილმა მმართველმა დირექტორმა, ტიგრან ხუდავერდიანმა მიაღწიეს.

ევროკავშირის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენ პუმპიანსკს "პირდაპირი როლი არ უთამაშია უკრაინაში სამხედრო შეჭრაში", ის ჩართულია ეკონომიკის ნავთობისა და გაზის სექტორებში, რაც რუსეთის მთავრობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

სასამართლომ დაადგინა, რომ პუმპიანსკის და მისი მეუღლის სანქციების სიაში შეყვანა გამართლებული იყო და არ არღვევდა მათ ფუნდამენტურ უფლებებს.