უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ არგენტინა 2024 წლის დასაწყისში ლათინური ამერიკის ლიდერების სამიტს გამართავს უკრაინის გარშემო კონფლიქტის მოსაგვარებლად.

Bloomberg-ის ცნობით, ეს წინადადება კვირას, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა ხავიერ მაილიმ განიხილეს. ამ უკანასკნელის პრესსამსახურმა სამიტის მასპინძლობის შესახებ შეთანხმების კომენტირებაზე უარი თქვა.

ჟოვკვას თქმით, ორ პრეზიდენტს ჰქონდა „დეტალური საუბარი“.

არგენტინის შემდეგ ზელენსკი ვიზიტით გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.