აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვლის, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა შეაჩერონ რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ბლინკენმა გამოკვეთა "მყისიერი და ურთიერთდაკავშირებული" ნაბიჯები, რომლებიც უკრაინის მოკავშირეებმა უნდა გადადგან.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან, რომელიც მზარდია", - ხაზგასმით აღნიშნა მან. თავის მხრივ, ირანი არ აღიარებს, რომ საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაიხსენა, რომ ირანი აგრძელებს მოსკოვისთვის დრონების მიწოდებას და ასევე ააშენა მათი წარმოებისთვის ქარხანა რუსეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ ირანმა რუსეთს ასობით მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გადასცა, რასაც ირანი არ აღიარებს.
ჩრდილოეთ კორეა ასევე აწვდის რუსეთს იარაღს და საბრძოლო მასალას, მათ შორის სარაკეტო გამშვებებს და საარტილერიო ჭურვებს, - თქვა ბლინკენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არის ჩარხების, მიკროელექტრონული და სხვა საქონლის მთავარი მიმწოდებელი, რომელსაც რუსეთი იყენებს აღდგენისთვის, რეზერვების შესავსებად და აგრესიის მხარდასაჭერად.
"ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ამ ქმედებებმა დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციამ და, როგორც მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მათ შესრულებაზე", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან აღნიშნა, რომ ამას მივყავართ "მეორე ნაბიჯთან", რომლის გადადგმაც ამ საბჭოს წევრებს შეუძლიათ.
"საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიება, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას", - დაასკვნა ბლინკენმა.