გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანული ტაბლოიდი Bild რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, გადადგომა ლამბრეხტის ინიციატივაა და არა მთავრობის.
Bild-მა აღნიშნა, რომ მოახლოებულ გადადგომას წინ უძღვის "სკანდალების სერია." კერძოდ, მედიამ ის გააკრიტიკა, რომ საახალწლო მილოცვა, სადაც ის უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრობდა, ფეიერვერკის აფეთქების ხმების ფონზე ჩაიწერა.
Bold-მა ასევე "სირცხვილი" უწოდა იმას, რომ 2022 წლის იანვარში გერმანია უკრაინისთვის 5000 ჩაფხუტის გადაცემას გეგმავდა, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკვე აგროვებდა ჯარებს უკრაინის საზღვარზე.
გარდა ამისა, მედიამ აღნიშნა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვაჟი სახელმწიფო სამხედრო თვითმფრინავით დაფრინავდა.
Bild-ის ცნობით, სამინისტრო უკვე ეძებს მემკვიდრეს. სავარაუდოდ, ის შეიძლება იყვნენ სამხედრო კომისარი ევა ჰეგლი.
Bild-ისთვის ჩატარებული INSA-ს კვლევაში, ლამბრეხტი რეიტინგით 20 პოლიტიკოსიდან ბოლო ადგილზე იყო.