ამის შესახებ ინფორმაციას rbb24 ავრცელებს.

შაბათს დილით, სამხრეთ-დასავლეთ ბერლინის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამჟამად, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 30 000 ოჯახი და დაახლოებით 1700 ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. კვირის პირველ ნახევარში ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღი დაკეტილი დარჩება.

დაზარალებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, ხუთშაბათამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. სიტუაციას ნულ გრადუსზე ოდნავ დაბალი ტემპერატურა ამძიმებს. ამჟამად რამდენიმე დროებითი თავშესაფარი და დახმარების სერვისი მუშაობს.

ელექტროენერგიის გათიშვა გამოწვეული იყო ლიხტერფელდეს ელექტროსადგურთან ახლოს  გაჩენილი ხანძრით. პოლიცია ყოვლისმომცველ გამოძიებას ატარებს; ხანზარზე პასუხისმგებლობა აიღო ულტრამემარცხენე  ჯგუფმა „ვულკანი“.  
 
შაბათს, ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 45 000 ოჯახს და 2200 საწარმოს შეუწყდა,  ამ დროისთვის კი  დაახლოებით 15 000 ათას ოჯახს და 500 საწარმოს აღუდგა.  

Edeka-მ (სუპერმარკეტების უდიდესი კორპორაცია გერმანიაში - „აიპრესი“) ხანძრით დაზარალებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა ფილიალის ნორმალური ფუნქციონირება განაახლა. კომპანიამ განაცხადა, რომ ზოგიერთი მაღაზია საგანგებო გენერატორებზე მუშაობს. პოტსდამერ შტრასეზე მდებარე Edeka-ს ფილიალი ასევე უფასო ცხელ წყლით ამარაგებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.

სარკინიგზო  სადგურ „მეხიკოპლაცზე“ განათება ისევ ჩაირთო. თუმცა, პირველი ხაზის მატარებლები ამჟამად სადგურზე არ ჩერდებიან. ზელენდორფსა და ვანზეეს სადგურებს შორის შაბათიდან მოძრაობს შემცვლელი ავტობუსი. ვანზეეს სადგურზე დღეს ოთხი საავარიო გენერატორი დამონტაჟდება.

ელექტროენერგიის გათიშვით დაზარალებული მობილური ტელეფონის ანძების უმეტესობამ მუშაობა განაახლა. ოპერატორები მობილური ანძების სამართავად ელექტროენერგიის გენერატორებს იყენებენ.  

ელექტროენერგია აღუდგა ხანდაზმულთა მოვლის 54 დაწესებულებას, ათს კი ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.

შესაძლებელია რეისების შემდგომი დაგვიანება და გაუქმება.  დღეს დილიდან  S1 და S7 ხაზებზე საგარეუბნო მატარებლები არარეგულარული გრაფიკით მოზრაობენ. 

ბერლინის სამხრეთ-დასავლეთში ელექტროენერგიის გათიშვამ ასევე შეაფერხა სხვადასხვა კომუნალური მომსახურება, მათ შორის რაიონული გათბობის. როგორც ეკონომიკურ საკითხებში ბერლინის მიწის სენატორმა ფრანცისკა გიფიმ ორშაბათს rbb24 Inforadio-ს ეთერში განაცხადა, კვირას ბევრ მომხმარებელს აღუდგა 
 მომსახურება.

 „გუშინ ჩვენ მოვახერხეთ ელექტროენერგიის აღდგენა ჩვენი 12 000 რაიონული გათბობის მომხმარებლისგან 9 000-ისთვის“, - თქვან მან და დასძინა, რომ დღეისთვის დამატებითი საგანგებო გენერატორების ჩართვაა დაგეგმილი.