ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ვიდრე არ მიაღწევს ყველა მიზანს. ამის შესახებ მან მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„სისულელეა საუბარი იმის შესახებ, რომ ომი შეჩერდება მძევლების გათავისუფლების შემდეგ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მძევლების დაბრუნებას წმინდა და მთავარ მიზანს უწოდებს.
„ომში არის ეტაპები, ისევე როგორც მძევლების დაბრუნებისას, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ გვექნება ტოტალური გამარჯვება, სანამ არ დავაბრუნებთ თითოეულ მძევალს. ეს არის ყველა ჩვენგანის წმინდა მოვალეობა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.