მინდა, ღრმა მადლიერება გამოვხატო ვიქტორ ორბანის, ისრაელის ნამდვილი მეგობრის მიმართ, პეტერ მადიარს კი, ვულოცავ არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუსმა განაცხადა.

„მინდა, ღრმა მადლიერება გამოვხატო ჩემი ძვირფასი მეგობრის, ვიქტორ ორბანის, ისრაელის ნამდვილი მეგობრის მიმართ, რომელიც მტკიცედ იდგა ისრაელის გვერდით უსამართლო საერთაშორისო დამცირებისას და მხარს უჭერდა ისრაელის ჯარისკაცებს ჩვენს სამართლიან თავდაცვით ომში სასტიკი ტერორისტების წინააღმდეგ. ისრაელის ხალხი ამას სამუდამოდ დაიმახსოვრებს”, – წერს ის.

ამავდროულად ნეთანიაჰუმ პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს არჩევნებში გაამრჯვება მიულოცა.

„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. ვუსურვებ მას წარმატებებს უნგრეთის წინსვლაში, ამავდროულად, ჩვენს ერებს შორის მყარი კავშირების განმტკიცებაში. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ორივე ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს ის.