ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანთან მიმართებით მკაცრ რიტორიკას აგრძელებს და აცხადებს, რომ ქვეყანა დასახულ მიზნებს ნებისმიერ ფასად მიაღწევს - იქნება ეს დიპლომატიური შეთანხმება თუ - ომი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს, ბოლო პერიოდში, „წარმოუდგენელი მიღწევები” ჰქონდა, რამაც რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალა.
„ირანი დღეს სუსტია, როგორც არასდროს, ისრაელი კი პირიქით — ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები, რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ: ან შეთანხმების გზით, ან ომით“, - აღნიშნა პრემიერმა.