ასეთი განცხადება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ერთი საათის წინ, სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში გააკეთა.

ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, იგი კიდევ რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელს შეუთანხმდა მათთან ბელგოროდელი ბავშვების დასასვენებლად გაგზავნაზე. მან ასევე განაცხადა, რომ გუშინ ბავშვები ჩავიდნენ ანაპაში, ტულასა და ულიანოვსკში და ახლა რეგიონიდან თითქმის 8 ათასი ბავშვია გაყვანილი.

„სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ვაგრძელებთ ჩვენი შვილების გაგზავნას", - განაცხადა  ბელგოროდის გუბერნატორმა. 

რუსეთის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ბელგოროდზე უკრაინის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, დღეს დილით კი უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად უპილოტო საფრენი აპარატებით თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგის და ნიჟნეკამსკის საწარმოებზე მოხდა თავდასხმა.