როგორც BBC წერს, ჩიტების გადარჩენის ცენტრის მიერ ნაპოვნი ბუ მათ დაშავებული ეგონათ, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ბუ უბრალოდ ზედმეტად მსუქანი იყო და ამის გამო ვერ მიფრინავდა.
ბუ მკაცრ დიეტაზე დასვეს, რათა 245 გრამიდან უფრო ბუნებრივ წონაზე ჩამოსულიყო და შემდეგ მისი ბუნებაში გაშვება შეძლებოდათ. ცენტრში აცხადებენ, რომ როდესაც ფრინველს წონიდნენ იგი იმაზე სამჯერ მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ამ ჯიშის მდედრი ზრდასრული ბუსგან იყო მოსალოდნელი. „იქ, სადაც იგი იპოვნეს, ძალიან მსუბუქი ზამთარი იყო, გარშემო ბევრი საკვები. ჩვენ უბრალოდ გვგონია, რომ მან თავი ძალიან კარგად შეინახა“, - აცხადებენ ცენტრში. შემდეგ ბუმ, სწორ დიეტაზე კვირაში 20-დან 30 გრამი დაიკლო, პერსონალის კონტროლის ქვეშ. „ჩვენ მის ნახვას კვლავ შევძლებთ - იმედია, რომ არა. ვიმედოვნებთ, მან ისწავლა საკუთარი წონის კონტროლი, რათა არავის მსხვერპლი არ გახდეს და თავი დააღწიოს ნებისმიერ მათგანს“, - აცხადებენ ცენტრში.