ტაილანდის მერიამ დედაქალაქის მცხოვრებლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მტრედების გამოკვება აუკრძალა. წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქე $ 77-ით (25 ათასი ტაილანდური ბატი) დაჯარიმდება, ასევე მას სამი თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Bangkok Post-ი ავრცელებს.

ქალაქის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფრინველების გამოკვების თაობაზე წესების გამკაცრება ჰიგიენის თვალსაზრისით ვითარების გართულების გამო მიიღო. ასევე, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ტაილანდის დედაქალაქში მტრედების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც მედია წერს, ამიერიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხელისუფლება გამაფრთხილებელ განცხადებას გაავრცელებს, რომ ფრინველები არ გამოკვებონ.
მანამდე, ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბანგკოკის რაიონებში, მათ შორის 37 პარკში მტრედების რაოდენობა შეესწავლა. როგორც
მერიის აპარატში აცხადებენ, მათ არ სურთ სასჯელის მსგავს ზომებს მიმართონ, თუმცა ამ გზით ხალხს აფრთხილებენ.