ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანის სარაკეტო შეტევა დასრულდა და მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ  თავშესაფრები.

ისრაელის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, ამ მომენტისთვის არაფერია ცნობილი თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ.

მისი თქმით, თავდასხმა სერიოზული იყო და ამას მოჰყვება შედეგები.

ისრაელის არმიის რადიოს ცნობით, ირანიდან ისრაელში 200-მდე რაკეტა იქნა გასროლილი. განგაში გაისმა მთელ ისრაელში, აფეთქებები ისმოდა იერუსალიმსა მდინარე იორდანეს სანაპიროზე. რამდენიმე დარტყმა ქვეყნის ცენტრში და სამხრეთში მოხდა.
 
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „როიტერს" განუცხადა, რომ ბრძანება ისრაელზე რაკეტების გაშვების შესახებ უზენაესმა ლიდერმა ხამენეიმ გასცა. ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ იგი სრულად არის მზად ნებისმიერი საპასუხო დარტყმისთვის.

ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი უსაფრთხო ადგილას არ გადაყვანილი.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" აცხადებს, რომ ირანის ოპერაციებზე რეაგირების შემთხვევაში სიონისტური რეჟიმს გამანადგურებელი თავდასხმები დაემუქრება.

ერაყის წინააღმდეგობის საკოორდინაციო კომიტეტი აცხადებს, რომ „თუ ამერიკელები ჩაერევიან ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში", ან თუ ისრაელი,  „გამოიყენებს ერაყის საჰაერო სივრცეს ირანის ტერიტორიაზე დაბომბვის მიზნით",  მაშინ მათი სამიზნე გახდება „ყველა ამერიკული ბაზა ერაყსა და რეგიონში".