მშვიდობის საბჭოს წევრებმა ღაზისთვის დახმარების სახით შვიდი მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადეს, - წერს „ასოშეიტედ პრესი“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, აზერბაიჯანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ, საუდის არაბეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა, ყატარმა და ქუვეითმა განაცხადეს, რომ ღაზის დახმარებისთვის შვიდ მილიარდი დოლარს გაიღებენ.

საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ ჯასპერ ჯეფერსის თქმით, ღაზის სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესაქმნელად, ინდონეზიამ, მაროკომ, ყაზახეთმა, კოსოვომ და ალბანეთმა განაცხადეს, რომ მზად არიან ათასობით ჯარისკაცის გაგზავნიან ღაზაში, ხოლო ეგვიპტემ და იორდანიამ თავის თავზე აიღეს პოლიციის მომზადება.

ტრამპმა ასევე გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები მშვიდობის საბჭოსთვის ათ მილიარდ დოლარს გამოყოფს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ დაიხარჯება ეს თანხა.