ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული და სომხური სააგენტოები ავრცელებენ.
აზერბაიჯანი და სომხეთი დათანხმდნენ დებულებას, რომლის მიხედვითაც სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეები არ განათავსებენ მესამე ქვეყნის ძალებს საერთო საზღვრის გასწვრივ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის წინაპირობად განიხილებოდა, იყო საერთაშორისო ორგანოებში პრეტენზიების ორმხრივი მოხსნა და ერთმანეთის წინააღმდეგ ქმედებებისგან თავის შეკავება. მხარეებმა ამ საკითხის გარშემო ასევე მიაღწიეს შეთანხმებას.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
„ახლა უკვე აღარ დარჩა არანაირი დაბრკოლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. სამშვიდობო შეთანხმებამ კი სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობას უნდა გაუხსნას გზა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.