ეთიოპურმა ავიაკომპანიამ, ნიგერიაში, აკრძალა ისეთი ჩანთები, რომელთაც ცნობილი წარწერა "Ghana Must Go"  ამშვენებს.

ეს სევდიანი სახელწოდება "განა უნდა წავიდეს", ნიგერიაში ბარგს დაარქვეს, რომელიც ასოცირდებოდა ასი ათასობით იმიგრანტთან, იმ ადამიანებთან, რომელიც იძულებული წესით გააძევეს ქვეყნიდან ისე, რომ არც საბუთები ჰქონდათ და არც პირველადი მოხმარების ნივთები. ადამიანები ზურგზე მოკიდებული წითელი და ლურჯი კუბოკრული ჩანთებით გარბოდნენ და არც იცოდნენ, სად მიდიოდნენ.

როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, ასეთი ჩანთები სისტემატურად ზიანდებოდა და შემდეგ ავიაკომპანიას უწევდა ხარჯების გაღება.

თუმცა, თუ აღნიშნული ჩანთები კარგად არის შეკრული, მაშინ გამონაკლისს უშვებენ.