თალიბანმა ავღანეთში ჭადრაკი განუსაზღვრელი ვადით აკრძალა, სანამ რეჟიმი შარიათის კანონთან მის შესაბამისობაზე მსჯელობს.
თალიბების თქმით, ავღანეთის მოსახლეობა ჭადრაკს შესაძლოა ფულზე სათამაშოდ იყენებდეს.
თალიბანის სპიკერმა, ათალ მაშვანიმ ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოსთან, AFP-სთან საუბრისას თქვა, რომ ჭადრაკი შარიათის კანონში "აზარტული თამაშის საშუალებად" არის მოაზრებული.
"ჭადრაკის სპორტთან დაკავშირებით რელიგიური მსჯელობა მიმდინარეობს. ამ განხილვის დასრულებამდე, ავღანეთში ჭადრაკის სპორტი აკრძალულია". - თქვა მაშვანიმ.




