საბერძნეთის დედაქალაქი ათენი გუშინ ნარინჯისფერი ნისლით იყო დაფარული საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის ტალღის გამო,- წერს BBC.
უდაბნოს მტვრის მსგავსმა ღრუბლებმა უკვე დაფარა საბერძნეთი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში. მან ასევე მოიცვა შვეიცარიისა და სამხრეთ საფრანგეთის ნაწილები.
ჰაერის ხარისხი გაუარესდა ქვეყნის ბევრ რაიონში, ათენის აკროპოლისი კი ოთხშაბათს დილით მტვერმა დაიფარა. ღრუბელმა ჩრდილოეთით თესალონიკამდე მიაღწია.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდეს შინ ხანმოკლე დროის გატარებისკენ, ატარონ ნიღბები და მოერიდონ ვარჯიშს, სანამ მტვრის ღრუბლები არ გაიწმინდება.
ატმოსფერო, განსაკუთრებით სამხრეთ საბერძნეთში, მტვრისა და მაღალი ტემპერატურის შერწყმის გამო "მხუთავი" გახდა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ოთხშაბათს, 24 აპრილს, საბერძნეთის თავზე მტვრის ღრუბელი თანდათან შემცირდება, რადგან ქარი მას აღმოსავლეთისკენ უბიძგებს.