ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აქვეყნებს.
ოთხშაბათის გათამაშების ჯეკპოტი თავდაპირველად 1.7 მილიარდ დოლარად იყო განსაზღვრული, მაგრამ ბილეთების საბოლოო გაყიდვებმა მოგებული თანხა წინასწარ მოსალოდნელზე მეტად გაზარდა.
ოთხშაბათს გამართულ გათამაშებაში ერთმა იღბლიანმა ადამიანმა მოიგო რეკორდული 1.817 მილიარდი დოლარის Powerball-ის ჯეკპოტი, რითაც ჯეკპოტის მოგების სამთვიანი უიღბლო სერია დასრულდა.
ბილეთი არკანზასში გაიყიდა, რაც შტატის ისტორიაში Powerball-ის ჯეკპოტის მოგების მეორე შემთხვევაა. პირველად ეს 2010 წელს მოხდა.
მოგებიანი ნომრები იყო 04, 25, 31, 52 და 59, ხოლო Powerball-ის ნომერი - 19.
Powerball-ის ლატარიაში მოგების შანსი 292.2 მილიონში 1-ია. Powerball-ის ბილეთი ორი დოლარი ღირს.
ისტორიაში ლატარიაში ყველაზე დიდი მოგება 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც კალიფორნიელმა კაცმა 2 მილიარდი დოლარი მოიგო.




