აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს საუდის არაბეთის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა.
აღნიშნული ბრძანება ეხება აშშ-ის საელჩოს ერ-რიადში, რომელიც ირანის მხრიდან რამდენჯერმე თავდასხმის სამიზნე გახდა.
ამერიკელებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა ერ-რიადში, ჯიდასა და დაჰრანში, სადაც აშშ-ის საკონსულოები მდებარეობს. ამ საკონსულოების თანამშრომლებიც წასასვლელად ემზადებიან.
ეს ირანზე 28 თებერვალს დარტყმების დაწყების შემდეგ საუდის არაბეთის დატოვების შესახებ გაცემული პირველი ასეთი ბრძანებაა.




